სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ დღეს, ფონიჭალის ტერიტორიაზე ნარკორეალიზატორების დაკავების სპეცოპერაციისას „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი I ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-140 სთ-მდე ან 2-წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი ანდა 6 თვიდან 2-წლამდე შინაპატიმრობით.
„ტვ. პირველის“ ჟურნალისტის თქმით, სპეცოპერაციისას დაკავებული ერთ-ერთი პირის ოჯახის ახლობელმა მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი – ფიზიკური ძალადობა სცადა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი კამერის მიმართულებით ხელს იქნევს და ჟურნალისტების მისამართით იგინება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)