ოკუპირებული აფხაზეთის „მთავრობის“ პრესსამსახურის 31 მარტის ცნობის თანახმად, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული „პრემიერ-მინისტრი“ ალექსანდრე ანქვაბი რუსეთიდან აფხაზეთში დაბრუნდა.
ანქვაბს კოვიდ-19-ის ვირუსი 30 დეკემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად, 5 იანვარს, იგი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. 8 იანვარს კი, ორმხრივი პნევმონიის განვითარების შემდეგ, რასაც თან ახლდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და მედიკამენტებით გამოწვეული ჰეპატიტის სიმპტომები, მოსკოვში გადაიყვანეს.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ანქვაბი მოსკოვის საავადმყოფოდან 18 მარტს გამოწერეს.