ლარი დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის 30 მარტის მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 3.4118 ნიშნულამდე დაეცა და გასული წლის 27 მარტის რეკორდულად დაბალ მაჩვენებლს –  3.4842 ლარს უახლოვდება.

ჯერ კიდევ გუშინ 1 აშშ დოლარი 3.3846 ლარი ღირდა, ორი კვირის წინ კი – მისი ფასი 3.3232 ლარს შეადგენდა.

მიუხედავად გასულ ზაფხულს კოვიდ-19-თან დაკავშრებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე შენარჩუნებული სტაბილურობისა, 2020 წლის 17 მარტიდან აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 3.0 ლარის ზემოთ ნიშნულზე მერყეობდა.

პარალელურად, ეროვნულმა ბანკმა ლარის დასახმარებლად რამდენიმე ინტერვენცია განახორციელა და 2020 წლის განმავლობაში ჯამში 26 აუქციონზე 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. სებ-მა მიმდინარე წელს ოთხ სავალუტო აუქციონზე უკვე 160 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვლის ბოლოს მდგომარეობით, ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობა 3.9 მლრდ აშშ დოლარი იყო.

დღესვე, ეროვნული ვალუტა მცირედით, 4.0044 ლარამდე გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. თუმცა, მიმდინარე წლის განმავლობაში 1 ევროს ღირებულება 3.9-4.1 ლარს შორის მერყეობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version