თავდაცვის საბჭო სამხედრო სწავლების გასავლელად მოქალაქეთა მობილიზაციას იწყებს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 7 აგვისტო, N176

შინაგან საქმეთა სამინისტროში

შინაგან საქმეთა მინისტრის დეპეშა.

ყველა მაზრის და ქალაქის მილიციის უფროსებს და ყველა სამაზრო ერობასა და ქალაქის თვითმმართველობას შინაგან საქმეთა მინისტრმა შემდეგი დეპეშა დაუგზავნა:

 „თავდაცვის საბჭოს დადგენილებით ყველა 1888 და 1889 წლებში დაბადებულ სათადარიგო და მოლაშქრე სამსახურში მობილიზაციით მიღებულ ჯარისკაცებს მიეცეთ ამა წლის 5 აგვისტოდან ორი თვის შვებულება და ამათ ნაცვლად მიწვეულნი არიან ექვსი კვირით სასწავლო ყრილობაზე ყველა 1896 წელში დაბადებული სათადარიგო და მოლაშქრე ჯარის კაცნი პირველიდან ხუთ აგვისტომდე.

გაცნობებთ რა ამას მინისტრის ბრძანებით გევალებათ მიიღოთ უსასტიკესი ზომები, რათა არც ერთი არ დარჩეს გამოუცხადებელი. ვინც ხუთ აგვისტომდე არ გამოცხადდება, ჩაითვლება დეზერტირად და სახელმწიფო მოღალატედ და დაისჯება კანონის მთელი სისასტიკით.

ცნობები გამოცხადებულთა რიცხვის შესახებ მოგვაწოდეთ ყოველ-დღე, აღნიშნულის შესრულება გევალებათ პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ“.

Exit mobile version