ოპოზიცია „პოლიტპატიმართა გათავისუფლების“ გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

კოვიდ-19-ის პანდემიის გამო აღებული ორთვიანი პაუზის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა 13 მაისს ლეიბორისტული პარტიის ოფისში კონსულტაციები განაახლეს. რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ პარტიებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომლითაც მმართველ პარტიას 8 მარტის შეთანხმების „ორივე პუნქტის“ შესრულებისკენ, მათ შორის, „პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ“ მოუწოდებენ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელმომწერი პარტიები აცხადებენ, რომ ოპოზიცია საარჩევნო სისტემის რეფორმირებისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციის … ვრცლად ოპოზიცია „პოლიტპატიმართა გათავისუფლების“ გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს