ილია II რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილობით მიმართავს და ამბობს: „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზონიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს“. მისივე განმარტებით, „ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენ საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს“. … ვრცლად ილია II რუსეთის პატრიარქს მიმართავს