სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურმა მუშაკებმა 25 მარტიდან მიმდინარე გაფიცვა შეწყვიტეს. ისინი პროფესიულ კავშირს აფუძნებენ და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმება ვერ მოხდა, მუშაობას „კოლექტიური მოლაპარაკებების ფორმატში“ გააგრძელებენ. ამის შესახებ მათ 2 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

სოციალური მუშაკების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნების „უმნიშვნელოვანესი ნაწილი“ შესრულებული არ არის, ისინი იაზრებენ „საკუთარ მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე“ და დღეიდან ისინი საკუთარ სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან.

სოციალური მუშაკების განმარტებით, მათ პირველ აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტებს განცხადებით მიმართეს და საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების დაუყოვნებლივ გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა მოითხოვეს. მათივე განმარტებით, ამ საკითხზე, 15 აპრილს ჯანდაცვის კომიტეტში ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები არიან დაბარებულები.

ამბის დეტალები

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურმა მუშაკებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ბენეფიციარებისთვის სათანადო მომსახურებისა და სერვისების შექმნის მოთხოვნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიური დავა 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, სოციალურმა მუშაკებმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენეს და 25 მარტს საქართველოს სრული მასშტაბით ყველა სოციალური მუშაკი გაიფიცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარებს საქართველოს მასშტაბით ჯამში 69 სერვის-ცენტრი და 217 სოციალური მუშაკი ემსახურება.

სოციალური მუშაკები ჯანდაცვის სამინსიტროსგან 22 პუნქტიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. თუმცა, უწყების მხრიდან 6 პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი მზად იყვნენ, რომ სამუშაო ადგილებს დაბრუნდებოდნენ.

ამ მოთხოვნებს შორის იყო მომსახურების ყველა სერვის-ცენტრის ტრანსპორტით, ფსიქოლოგითა და იურისტით უზრუნველყოფა, ასევე მათი ხელფასების სხვა უწყებების სოციალური მუშაკების ხელფასებთან გათანაბრება.

სოციალური მუსაკების გაფიცვა ზუსტად რვა დღეს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ფაქტობრივად პარალიზებული იყო და ბენეფიციარების სრულად მომსახურება ვერ ხდებოდა, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო განმარტავდა, რომ მუშაკების გაფიცვა სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებს პრობლემას არ უქმნიდა. „ამ სამუშაოს უკვე ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტროს სხვა თანამშრომლები და ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ წყვეტა არ მოხდება“, – ამბობდა ის. თუმცა დარგის სპეციალისტების თქმით, სამინისტროს თანამშრომლებს არ გააჩნიათ ამ საქმიანობის შესასრულებლად საკმარისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

საბოლოოდ, სოციალური მუშაკების გაფიცვიდან მეოთხე დღეს, 28 მარტს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოციალურ მუშაკებს შეხვდა და რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, განაცხადა, რომ მუშაკებთან შეთანხმება შედგა და ისინი სამუშაო ადგილებს რამდენიმე დღეში დაუბრუნდებოდნენ.

საპირისპირო განაცხადეს თავად სოციალურმა მუშაკებმა. მათ განმარტეს, რომ სამინისტროსთან პრინციპულ საკითხებზე კონსესუსი ვერ მოიძებნა. ამასთან ისინი, უწყებისგან მათთვის შეთავაზებული ოთხპუნქტიანი გეგმის დოკუმენტირებას და წერილობით გარანტიებს ითხოვდნენ. მანამდე კი, ისინი გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებდნენ.

29 მარტს სოციალური მუშაკების საკითხზე ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზეც იმსჯელეს. პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის ნაცვლად, მისი მოადგილე თამარ ბარკალაია მივიდა, რომელმაც განმარტა, რომ სამინისტრო სოციალურ მუშაკებთან მათთვის შეთავაზებული ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, თანამშრომლობისთვის მზად იყო. ესენია:

მანვე განმარტა, რომ გეგმის მიხედვით, სოციალური მუშაკების სახელფასო ანაზღაურების ზრდა 2020 წლიდან დაიწყება და პირველ ეტაპზე მათი ხელფასი 1 200 ლარს გაუტოლდება.

საკომიტეტო სხდომას სოციალური მუშაკებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ მათი მოთხოვნები არა მუშაკების პირადი კომფორტისა და კეთილდღეობისკენ, არამედ ბენეფიციარებისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებისკენ არის მიმართული.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება პირველ აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაავრცელეს. შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ მუშაკებთან მოლაპარაკების პროცესში მოუწოდეს:

რაზე შეთანხმდნენ სამინისტრო და სოციალური მუშაკები?

რაზე ვერ შეთანხმდნენ სამინისტრო და სოციალური მუშაკები?

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version