საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში

„საქსტატის“ მიერ 13 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წლის პირველ თერთმეტ თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.6 %-ით გაიზარდა და 11.32 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა და 3.03 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 16.8%-ით გაიზარდა და 8.29 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი, 5.25 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

საანგარიში პერიოდის საგარეო ვაჭრობის შესახებ დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.

Exit mobile version