პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

საქართველოს უსაფრთხოების ძალები პანკისის ხეობაში  სპეცოპერაციას ახორციელებენ, იტყობინება პანკისის სათემო რადიო WAY 26 დეკემბერს.

ამავე ინფორმაციით, სპეცოპერაცია პანკისის ხეობის სოფლებში ომალოსა და დუისში დაახლოებით 04:00 საათიდან დაიწყო და ხეობაში 60-ზე მეტი სპეცრაზმელის მობილიზება განხორციელდა.

მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან 21-22 ნოემბრის თბილისის სპეცოპერაციასთან სავარაუდო კავშირში.

ოფიციალური წყაროებიდან ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version