რუსეთის პატრიარქმა კირილმა მოსკოვში ვიზიტად მყოფი სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი 12 მარტს მიიღო.
შეხვედრაზე განიხილებოდა საკითხები, რომელიც ეხება „აფხაზეთისა და რუსეთის ხალხების სულიერ და კულტურულ კავშირებს“, იტყობინება რუსეთის საპატრიარქო.
დღესვე დაგეგმილია ალექსანდრე ანქვაბის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან.