ბოლო ხუთი თვის მანძილზე ზედიზედ ხუთი დეფლაციის შემდეგ, 2012 წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6%–ი შეადგინა, იტყობინება „საქსტატი“.
2012 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,9% შეადგინა.
მართალია ივლისში სურსათზე ფასები 1%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სატრანსპორტო მომსახურების ფასები 7%–ით გაიზარდა. თავის ყოველთვიურ ანგარიშებში „საქსტატი“ ცალკე აღწერდა საწვავის ფასების ცვილილებებს, თუმცა ბოლო პერიოდში ამის გაკეთება შეწყვიტა.
სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში მომსახურების ფასები ივლისში 4.7%–ით გაიზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.