სახმელეთო ჯარებს ახალი სარდალი ჰყავს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლად თავდაცვის მინისტრის  6 მაისის ბრძანებით გიგი კალანდაძე დაინიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კალანდაძე, რომელიც მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური იყო, სარდლის მოვალეობას 27 იანვრიდან ასრულებდა. ყოფილი სარდალი შმაგი თელია კვლავაც შეიარაღებულ ძალებში რჩება.

პარლამენტმა აპრილში მიიღო საკანონმდებლო შესწორება, რომლის მიხედვითაც სახმელეთო ძალების სარდლობას საჰაერო ძალებიც დაექვემდებარა.

 

This post is also available in: English Русский

Exit mobile version