A-22 ტიპის, ორადგილიანი, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანის – ინსტრუქტორისა და მისი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უბედური შემთხვევა თბილისში, 31-ე საავიაციო ქარხნის აეროდრომის სიახლოვეს მოხდა, განუცხადა ”რუსთავი 2”-ს თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ.
მისი ინფორმაციით, სასწავლო თვითმფრინავი, რომელიც საავიაციო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა, შენობას ”წამოედო”.
გიორგაძის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება და კატასტროფის მიზეზები მოგვიანებით გახდება ცნობილი.