დღეს პარლამენტმა ერთხმად მხარი დაუჭირა ბელორუსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ჩხეიძის დანიშვნას.
ახალი ელჩი 1994 წლიდან მუშაობდა საგარეო უწყებაში სხვადასხვა თანამდებობებზე, ბოლოს კი დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი იყო.