საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიამ ”ლინქსტელეკომი” საქართველოს რკინიგზის ტელეკომის 100% 14.344 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, განაცხადა საქართველოს რკინიგზამ.
რკინიგზის ტელეკომი, რომლის აუქციონიც 23 ნოემბერს გაიმართა, დაარსდა შპს ”საქართველოს რკინიგზის” მიერ. დამფუძნებელმა რკინიგზის ტელეკომს განკარგულებაში გადასცა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, რომელიც განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზის ხაზის გასწვრივ და ფარავს ქვეყნის უმეტეს ნაწილს.
”ლინქსტელეკომი”, რომლის შტაბბინაც ამსტერდამში მდებარეობს, ორიენტირებულია ტელეკომუნიკაციების ბიზნესზე აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე რუსეთში.