რუსეთში ყოფილ ქართველ მესაზღვრეს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა

რუსეთმა ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა საქართველოს შსს-ის სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ყოფილ თანამშრომელს ალიკ ბჟანიას, რომელმაც რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მაისში ითხოვა.

ამის შესახებ ”ინტერფაქსი” 5 ნოემბერს რუსეთის ფედერალურ საემიგრაციო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

ივნისში ლეიტენანტმა ალიკ ბჟანიამ, რომელიც, შსს-ის ცნობით, მაისამდე საქართველოს სანაპირო დაცვაში მსახურობდა, რადიო ”ეხო მოსკვის” ეთერში განაცხადა, რომ იგი საქართველოდან გაიქცა რუსეთში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად.

იმავდროულად, თბილისს მიმდინარე წელს თავშესაფრის მოთხოვნით რუსულ საოკუპაციო ჯარებში მოსამსახურე ორმა გამოქცეულმა ჯარისკაცმა მიმართა.

This post is also available in: English Русский

Exit mobile version