რიხტერის შკალით 6.2-ბალიანი სიმძლავრის მიწიძვრა მოხდა 8 სექტემბერს რაჭაში, რომლის დროსაც რყევები აღმოსავლეთ საქართველოშიც და თბილისშიც დაფიქსირდა.
მიწისძვრას, რომელიც ადგილობრივი დროით ღამის 2:41 საათზე მოხდა, მსხვერპლი და რაიმე სერიოზული ნგრევა არ გამოუწვევია, თუმცა რაჭის ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, რეგიონში რამოდენიმე სახლი დაზიანდა.
ონის რაიონში მდებარე რამოდენიმე სახლის კედლებზე ბზარები გაჩნდა.