პრეზიდენტმა დეპუტატებს მიმართა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტარებს სიტყვით მიმართა, რასაც დეპუტატების დებატები და მისი შემაჯამებელი გამოსვლა მოჰყვა. 

დებატები, რომელიც ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, 1:45 საათზე დასრულდა.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით დანიშნულ დებატებში მონაწილეობის სურვილი პრეზიდენტმა თავად გამოთქვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ეს მისი მეორე სტუმრობაა წელს პარლამენტში მას შემდეგ, რაც თებერვალში ტრადიციული საანგარიშო მოხსენებით, ოპოზიციური საპროტესტო აქციების დაწყებამდე, უკვე მიმართა საკანონმდებლო ორგანოს.

ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტის გამოსვლის ძირითადი პუნქტები:

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მცირე შესვენების შემდგომ დეპუტატების დებატები დაიწყო.

ქართული დასის ლიდერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ უთხრა პრეზიდენტს, რომ ქვეყანაში უსამართლობაა. ”შეუძლებელია ქართველების მართვა ხალხის დატერორების გზით,” – განაცხადა მან. ბაღათურიამ ასევე მოუწოდა პრეზიდენტს გამოვიდეს ინიციატივით, რომლის თანახმადაც მოსახლეობის ვალები ზოგიერთი კომუნალური მომსახურებისთვის ჩამოიწერება.

დეპუტატმა პეტრე მამრაძემ მოძრაობა სამართლიანი საქართველოდან მიმართა პრეზიდენტს, რომ მისმა ”კონფლიქტების მოგვარების კონტრპროდუქტიულმა პოლიტიკამ და დემოკრატიული პრინციპების იგნორირებამ … შეაფერხა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები”. მისი თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არასწორი ნაბიჯი გადადგა და შარშან აგვისტოში რუსეთთან საომარ მოქმედებებში ჩაერთო.

“პრეზიდენტის არარაციონალურმა და სპონტანურმა განცხადებებმა შეცვალა საგარეო პოლიტიკა,” – განაცხადა მან. ”უნდა დაიწყოს დიალოგი რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ეს სულაც არ ნიშნავს რუსეთისთვის თავის დაკვრას”.

მამრაძემ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელში არსებულმა ძალაუფლებამ ის გააფუჭა და ქვეყანა ”ექვსი ან შვიდი ადამიანის მიერ იმართება, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და რომლებიც ლოიალურები არიან პრეზიდენტის  მიმართ”.

”სამართალდამცავი სტრუქტურები გადაიქცა ძალაუფლების შენარჩუნების იარაღად,” – განაცხადა მამრაძემ და დასძინა, რომ ოპოზიციის კონტრპროდუქტიულმა ტაქტიკამ მხოლოდ ხელი შეუწყო სააკაშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას.

დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა მმართველი პარტიიდან უპასუხა, რომ ”ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის წრეში ყოფნა მართლაც აფუჭებს და თქვენმა გამოსვლამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა”.

მინაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”ნებისმიერი დიალოგი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან აბსოლუტურად მიუღებელია”.

”არ იქნება არანაირი დიალოგი რუსეთთან, სანამ ეს ტერიტორიები [აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი] არ გათავისუფლდება ოკუპირებული ძალებისგან,” – დასძინა მან.  

მამრაძის განცხადებას ასევე გამოეხმაურა დეპუტატი პავლე კუბლაშვილი მმართველი პარტიიდან, რომელმაც განაცხადა, რომ მისი განცხადება შესაბამისობაში მოდის ”პუტინის რუსეთთან”.

დეპუტატმა მაგდა ანიკაშვილმა ქრისტიან-დემოკრატებიდან ძირითადად ”წარუმატებელ ჯანდაცვის პოლიტიკაზე” გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ”არც პაციენტები და არც ექიმები არ არიან კმაყოფილი”.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ თავის გამოსვლაში სეპარატისტულ რეგიონებზე გაამახვილა ყურადღება და პრეზიდენტს მოუწოდა დაპატიმრების ორდერი გასცეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერების წინააღმდეგ.

”არ არსებობს ადამიანი, რომელიც შეძლებს ბაღაფშთან და კოკოითთან მოლაპარაკებას, რადგანაც მათ ქართველების სისხლი დაღვარეს,” – განაცხადა მან. ”ისინი უნდა დაისაჯონ… თუ ეს ხალხი [კოკოითი და ბაღაფში] იზოლაციაში დარჩება და ხალხი დაინახავს, რომ არავინ ელაპარაკება მათ, გარწმუნებთ, რომ გამოჩნდებიან ახალი ლიდერები, რომელთაც ექნებათ სურვილი ჩვენთან მოლაპარაკების”.

მან ასევე მოუწოდა პრეზიდენტს დაეხმაროს ნდობის აღდგენას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მათ შორის 6 მაისის და 15 ივნისის ინციდენტების გამოძიების გზით და დასაჯოს ყველა ის პოლიციელი, ვინც გადაჭარბებული ძალა გამოიყენა მომიტინგეების წინააღმდეგ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან-დემოკრატებიდან განაცხადა, რომ მან ვერაფერი მოისმინა ახალი პრეზიდენტის გამოსვლაში.

”ნათელია, რომ მმართველმა პარტიამ უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია; ერთადერთი დაზუსტება იყო, რომ დასახელდა ადგილობრივი არჩევნების თარიღი,” – განაცხადა მან.

შემდეგ მან მიტინგებთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი გააკრიტიკა და მოუწოდა პრეზიდენტს არ მოაწეროს ხელი მას, სანამ არ იქნება მიღებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.    

ვეფხვაძემ ასევე განუცხადა პრეზიდენტს, რომ ბოლო თვეების მანძილზე პოლიციამ დაახლოებით 80 ოპოზიციური აქტივისტი დააკავა იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოგონილი ბრალდებებით.  

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელმაც ვერ მოახერხა რეჟიმის შეცვლა სამხედრო ინტერვენციით, ახლა ცდილობს თავის მიზანს პოლიტიკური საშუალებით მიაღწიოს.

”სამწუხაროდ, მათ იპოვეს ხალხი საქართველოში, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ რუსეთს ამ მიზნის მიღწევაში,” – განაცხადა ცისკარიშვილმა. ”თავდაპირველად, რადიკალური ოპოზიცია შეეცადა შეტაკებების გამოწვევას, მაგრამ მათ ვერ შეძლეს, რადგანაც ხელისუფლებამ თავშეკავება გამოიჩინა და მეორე მხრივ, ისინი შეეცადნენ ეკონომიკისთვის ზიანის მიყენებას… თუმცა, ესეც ვერ შეძლეს; ისინი ამბობდნენ, რომ მათ არ სურდათ რევოლუცია, მაგრამ ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ რევოლუციის გზით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში”.  

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დეპუტატ გურამ ჩახვაძის განცხადების საპასუხოდ ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ აქვს რაიმე გეგმა რკინიგზის გაყიდვასთან დაკავშირებით.

თუმცა, მან იქვე დასძინა: ”ასეც რომ იყოს რა მოხდა მერე? თუ შემოვა კომპანია რკინიგზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, რა არის ამაში ცუდი? თუ იქნება ინვესტორი, რომელიც რკინიგზის მოდერნიზაციას განახორციელებს, რა არის ამაში ნეგატიური?”

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის დრო უკავშირდება აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მიზიტს საქართველოში.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ საქართველოს ”დიპლომატიური წარუმატებლობა” იყო, როდესაც რუსეთმა მოახერხა ეუთოს და გაეროს დამკვირვებლების მანდატების შეწყვეტა.

”შიდა პოლიტიკური პროცესის ლოგიკა მთლიანად შესაცვლელია,” – განაცხადა თარგამაძემ. ”თუ გინდათ დაამარცხოთ პუტინი, ანტი-პუტინი უნდა გახდეთ”.

მისი თქმით, პრეზიდენტის სიტყვის რიტორიკამ და ფორმულირებამ აფიქრებინა მას, რომ პრეზიდენტი ”გულწრფელი არ იყო”. ”თქვენ გამოიყენებთ ტერმინი ”გალია”; გალიებში მხეცები იმყოფებიან და თქვენ იმ ხალხს, ვინც პროტესტს გამოხატავს, მხეცებად მიიჩნევთ? – მიმართა თარგამაძემ პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იგი არ ემხრობა იმ ტაქტიკას, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს.

თავის გამოსვლაში თარგამაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზაციისკენ მოუწოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თემაზე საუბრისას მან მიმართა პარლამენტს დათანხმდეს მეტ ოპოზიციონერ წარმომადგენელზე სამეურვეო საბჭოში, ნაცვლად ადგილების თანაბარი გადანაწილებისა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის.

დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ ოპოზიციას ”მითოლოგია აქვს იდეოლოგის ნაცვლად, სადაც ფაქტებს მნიშვნელობა არ აქვს”. მისი თქმით, მას არ გაუგია ოპოზიციისგან რაიმე კონკრეტული წინადადებები, რომლებიც რეფორმების გაღრმავებას დაეხმარება.

დეპუტატების გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასკვნითი სიტყვით მიმართა პარლამენტს:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version