2010 წელს მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში, ”ყოველგვარი ეროვნული შეზღუდვის გარეშე იქნება წარგზავნილი,” იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
მანამდე კი, 2009 წლის შემოდგომაზე ნატო-ს მიერ წარმოებული ოპერაციის შემადგენლობაში მე-2 ქვეითი ბრიგადის ერთი ქართული ასეული გაიგზავნება, რომელიც საფრანგეთის კონტინგენტის შემადგენლობაში მიიღებს მონაწილეობას.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღემდე მსოფლიოს მასშტაბით ნატო-სა თუ კოალიციის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა დაახლოებით 10 000 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს აქვს მიღებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)