წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოს 22 ივნისს 4:00 საათზე ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ამავე ინფორმაციით, მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია.
შსს-მ ასევე განაცხადა, რომ პირველი ინციდენტიდან 30 წუთის შემდეგ წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავას ტერიტორიაზე აფეთქებული იქნა კავკასიონის 500 კვტ-იანი მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი.
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც საქართველოს და რუსეთის ენერგოსისტემებს აკავშირებს, ”საქრუსენერგო” მართავს. ეს არის საქართველოს მთავრობის და რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ”ერთიანი ენერგოსისტემა” ერთობლივი საწარმო.