სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის სამხრეთით მდებარე ქართულ სოფლებს 1 აპრილიდან რეგიონიდან სასმელი და საირიგაციო წყლის გადასახადის გადახდა მოუწევთ, განაცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 17 თებერვალს.
”აცნობეთ ამის შესახებ ქართულ მხარეს,” – მიმართა მან სეპარატისტული მთავრობის წევრებს, ”ახლა წყლის ტარიფი უნდა დავადგინოთ”.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, კოკოითმა განაცხადა, რომ ცხინვალი ქართული მხარის უარის შემთხვევაში, წყლის მიწოდებას შეწყვეტს.