შსს: განმუხურში პოლიციის საგუშაგოს თავს დაესხნენ

კვირას დილით, 8 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს „ცეცხლი გაუხსნეს რუსი  ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან,“ – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

„სროლა განხორციელდა გალის რაიონის სოფელ ფიჩორიდან. ისროდნენ როგორც ნაღმტყორცნებიდან, ასევე ავტომატური იარაღიდან,“ – აცხადებს შსს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version