სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებით, ცხინვალი სასაზღვრო ჯარების 890 მოსამსახურით დაკომპლექტებას გეგმავს.
”მათი ნაწილი იქნებიან რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც ჩვენ სამსახურში საკონტრაქტო პირობებით მოვიწვევთ,”- განუცხადა მან 9 დეკემბერს ”ინტერფაქსს”.
ცოტა ხნის წინ სერგეი ბაღაფშმა, სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა ასევე გააკეთა საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის გამაგრების თაობაზე განცხადება. მისი თქმით, ”რუს სამშვიდობოებს” ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზი მესაზღვრეების 12 პოსტი ჩაანაცვლებს.