რუსეთის სათათბირომ სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულებების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 29 ოქტომბერს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებების რატიფიცირება მოახდინა.

ხელშეკრულებები ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას, მათ შორის სამხედრო სფეროშიც.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 29 ოქტომბერს რუს დეპუტატებს განუცხადა, რომ იგეგმება თითოეულ რეგიონში 3 800 რუსი სამხედროს მუდმივი დისლოკაცია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version