კარასინმა და მორელიმ ჟენევის მოლაპარაკებების შესაძლო გაგრძელებაზე იმსჯელეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  გრიგორი კარასინმა დღეს მოსკოვში კონსულტაციები გამართა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელისთან, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 25 ოქტომბერს.

შეხვედრაზე განხილული იყო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეში არსებული სიტუაცია.

მხარეებმა კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ  ჟენევის დისკუსის გაგრძელებაზეც ისაუბრეს.

”აღინიშნა, რომ საჭიროა მაქსიმალურად ფრთხილი მიდგომა ორგანიზაციულ-პროცედურულ საკითხებში, რათა ჟენევის შეხვედრებით სასურველი რეზულტატი იქნას მიღწეული” – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

15 ოქტომბერს ჟენევაში რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები, რომელსაც ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს მხარდაჭერით იმართებოდა, შეჩერდა. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელიმ, რომელიც ევროკავშირს წარმოადგენს მოლაპარაკებებზე, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ”პროცედურული სირთულეების წინაშე დადგა” და ყველა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტათ ის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მორიგი შეხვედრა 18 ნოემბერს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური)

Exit mobile version