დღეს დილით აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ორი თანამშრომელი, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დილის 7 საათზე, ”რუსების მიერ დანაღმულ ტერიტორიაზე” მოხდა.
21 სექტემბერს საღამოს სოფელ ხურჩაში მომხდარი ცალკე ინციდენტის დროს ერთი ქართველი პოლიციელი ემსხვერპლა პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმას, ხოლო სამი დაიჭრა, იტყობინება შსს.