რუსული ძალებში გარკვეული მოძრაობების შეინიშნება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი ფოთში თავიანს პოსტებს ხსნიან, განაცხადა ფოთის მერმა ვანო საღინაძემ 11 სექტემბერს.
”ისინი ხსნიან მავრთულხლართებს და კარვებს იღებენ; ეს ქმედებები ორივე საგუშაგოზე შეინიშნება, რაც იმის მაუწყებელია, რომ ისინი აუქმებენ მათ,” – განუცხადა საღინაძემ ”რუსთავი 2”-ს.
რადიო ”თავისფლების” თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ფოთში განაცხადა, რომ გაყვანის მზადება მიმდინარეობს. ”მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კოკისპირულად წვიმდა, რუსული ჯარისკაცები მაინც განაგრძობენ თავიანთი პოსტების მოხსნას,” – განაცხადა მან 11 სექტემბერს.
8 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებით რუსეთმა აიღო ვალდებულება მაქსიმუმ შვიდი დღის ვადაში ფოთიდან სენაკისკენ არსებულ ხაზზე მდებარე ხუთივე საგუშაგოდან რუსული ძალების გაყვანის თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)