საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ცხინვალის განცხადება იმის თაობაზე, რომ ზნაურის რაიონში სამხრეთ ოსურ მხარეზე იერიში მიიტანეს.
”რეგიონში სიწყნარეა და არც ერთი ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება,” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ 6 აგვისტოს.
სამხრეთ ოსური მხარის ინფორმაციით, ქართული ძალები 6 აგვისტოს შუადღისას შეეცადნენ სოფელ ნულის მახლობლად არსებული იმ სიმაღლის აღებას, რომელიც ოსურ სოფლებს გადაჰყურებს.