18 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოჯთაბა დამირჩილუს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მდგომარეობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, ასევე შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი კონსულტაციები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.