რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
”გულწრფელად ვუსურვებ მშვიდობას და აყვავებას ქართველ ხალხს, რომელთანაც ჩვენ მრავალსაუკონავი მეგობრობა და სულიერი ახლობლობა გვაკავშირებს,” – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის გზავნილში, ”იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის დამყარდება კონსტრუქციული თანამშრომლობა კეთილმეზობლური ურთიერთობების, კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერების საკეთილდღეოდ”.