ოპოზიციური ტელეკომპანია ”კავკასია” ტექნიკური მიზეზით 14 მაისს ეთერში არ გავიდა. ამის შესახებ Civil.ge-ს ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით აქუბარდიამ განუცხადა.
”ანძიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ გადამცემზე ერთ-ერთი დეტალი დაზიანდა, რის გამოც შეწყდა ”კავკასიის” მაუწყებლობა,” – განაცხადა დავით აქუბარდიამ, ”ამ დეტალს, სავარაუდოდ, ხვალისთვის შევიძენთ და ვნახოთ რა იქნება…”
წინასაარჩევნოდ ტელეკომპანია ”კავკასიის” საღამოს ეთერში ორი თოქ-შოუ გადის, სადაც ძირითადად ოპოზიციური პოლიტიკოსები და ასევე ექსპერტები იღებენ მონაწილეობას. მმართველი პარტიის მხრიდან ტელეკომპანიისადმი ბოიკოტის მიუხედავად, ბოლო დროს ”კავკასიის” ეთერში ასევე გამოჩნდა რამდენიმე პოლიტიკოსი ნაციონალური მოძრაობიდან.