ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი დღეს ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც კონგრესის ჰელსინკის კომისიაში 6 თებერვალს სიტყვით გამოვა გაერთიანებული ოპოზიციის სახელით.
”ეს იქნება მოხსენება საქართველოს დღევანდელი სიტუაციის შესახებ, გასული და მომავალი არჩევნების შესახებ და რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ,” – განუცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია ”მზეს”.
კონგრესის კომისიაში დაგეგმილ განხილვაში “საქართველო – 2008: არჩევნები თუ ქუჩის პოლიტიკა?!” ასევე გეგმავენ სიტყვით გამოსვლას საქართველოს ელჩი ამერიკაში ვასილ სიხარულიძე და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა.
სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ერთი კვირა დარჩება და ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს კონგრესმენებთან და მაღალი რანგის დიპლომატებთან, იტყობინება საქართველოს გზის პრესსამსახური.