თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ უპერსპექტივოა მოლაპარაკებების განახლება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან.
სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 53% იქნა მეორე ვადით არჩეული, 5 იანვარს ჩატარებული არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად.
”საქართველოში ჩატარებული არჩევნები არაფერს არ ნიშნავს აფხაზეთისთვის,”- განუცხადა 13 იანვარს ბაღაფშმა ”ინტეფაქსს”, ”სხვა პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა საქართველოსთან დიალოგის განახლება, თუმცა არა აფხაზეთის სტატუსის თაობაზე. სააკაშვილთან კი ნებისმიერი მოლაპარაკებები იმ სიტუაციაში, რომელიც ახლა არსებობს, უპერსპექტივოა”.