საესტრადო ჯგუფი ”ბონი ემ” სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ თამარაშენში 13 ოქტომბერს კონცერტს გამართავს.
სოფელი თამარაშენი ცხინვალიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
საქართველოს ხელისუფლების მიერ 70-80-იან წლებში პოპულარული ჯგუფის ”ბონი ემ”-ის კონცერტის დაფინანსება მიზნად ისახავს თვითგამოცხადებული რეგიონის მოსახლეობის გულების მოგებას.
”ბონი ემ”-ი ოცი წლის წინ გაიყო და ახლა იგივე სახელით ორი ჯგუფი მოღვაწეობს. ამჯერად, თამარაშენში მარსია ბერეტის ჯგუფი მართავს კონცერტს.
This post is also available in: English