თვითგამოცხადებულ აფხაზეთში სამხრეთ ოსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად რობერტ კოკოითი დაინიშნა, რომელმაც რწმუნებათა სიგელები დღეს გადასცა დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს, იუწყება აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი.
”აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე გადადის და ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამ ხელი უნდა შეუწყოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას,”- განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.