ბათუმის საკრებულომ დღეს ფარული კენჭისყრით ბათუმის მერად რობერტ ჩხაიძე აირჩია.
რობერტ ჩხაიძეს მერად დანიშვნამდე ვიცე- მერის თანამდებობა ეკავა.
ბათუმის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 13 აგვისტოს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა ყოფილმა მერმა ირაკლი თავართქილაძემ. მოგვიანებით, იგი საბერძნეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.