დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დენის კიფი სოხუმში იმყოფება, იტყობინება აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი 11 სექტემბერს.
ამავე ცნობით, დენის კიფმა შეხვედრები გამართა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრთან ალექსანდრე ანქვაბთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან, ვიცე-პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან სტანისლავ ლაკობასთან.
ლაკობას განცხადებით, საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თბილისი და სოხუმი კიდევ უფრო დაშორდნენ ერთმანეთს კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით.