”ძალიან სერიოზული, მსოფლიოს მოწინავე კომპანიები” არიან დაინტერესებულნი ფოთის პორტით განაცხადა 16 აგვისტოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ.
ფოთის საზღვაო ნავსადგურის იჯარით გაცემისა და ნავსადგურის მიმდებარე 400 ჰა ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) შექმნისა და 49-წლიანი მართვის მიზნით ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კონკურსი ივლისში გამოაცხადა. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 15 ოქტომბერია.
ფოთის საზღვაო ნავსადგურს 2006 წელს 7 მლნ ტონიანი ტვირთბრუნვა ჰქონდა. ფოთის ნავსადგურს გააჩნია გამტარუნარიანობის გაფართოებისა და წლიურად 25 მილიონ ტონამდე ტვირთის მოზიდვა-მომსახურების პოტენციალი, აცხადებს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
არველაძე: ფოთის პორტით ‘ძალიან სერიოზული კომპანიები’ არიან დაინტერესებულნი
