ორი რუსი სამშვიდობო გაათავისუფლეს

ქართველმა სამართალდამცავებმა ზუგდიდში ორი რუსი სამშვიდობო ხანმოკლე დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, იტყობინება ქართული მედია 10 ივლისს.


ამავე ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის კონფლიქტის ზონის რუსული სამშვიდობო კონტიგენტის ორი რუსი ჯარისკაცი  პოლიციამ მას შემდეგ დააპატიმრა, რაც მათ რეგიონის ცენტრალურ გზაზე, ზუგდიდის შესასვლელში ”უკანონოდ გახსნეს საგუშაგო” და მძღოლების დოკუმენტებს ამოწმებდნენ.


ქართული ტელეკომპანიები ასევე იუწყებიან, რომ ”ჯარისკაცები ნასვმები იყვნენ”. ორივე დაკავებული სამშვიდობო ძალების შტაბბინას გადასცეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version