პრეზიდენტმა ქობულეთში ტექნიკური სასწავლებელი გახსნა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ქობულეთში ტექნიკური სასწავლებელი,  ”ამერიკული სკოლა” გახსნა, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისათვის სპეციალისტებს მოამზადებს და დაეხმარება ქვეყანაში ”მომსახურების მაღალი კლასის მიღწევას”.


”დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში უმუშევრობა და უზარმაზარი დეფიციტი კვალიფიციული მუშა-ხელის. ეს არის პარადოქსი. ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ვალი არის, შევახვედროთ ერთმანეთს დამსაქმებელი და დასასაქმებელი,”- დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, წელს საქართველოში სულ 11 ასეთი სკოლის გახსნა იგეგმება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version