საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ზაზა გოგავა სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ქართულ დელეგაციას უკრაინის გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი კირიჩენკომ უმასპინძლა. ზაზა გოგავამ შეხვედრა გამართა ასევე უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ანატოლი გრიცენკოსთან.
უკრაინელი კოლეგები ქართულ მხარეს განათლების სფეროში დახმარებას დაპირდნენ, იტყობინებოდა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური 8 ივნისს.