თბილისში საბანკო ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საინვესტიციო სააგენტოს ინიციატივით დღეს თბილისში ფორუმი “Invest in Georgian banking” გაიმართა, სადაც საქართველოსა და ევროპის წამყვანი ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების 100-მდე წარმომადგენელმა მიიღო  მონაწილეობა.


ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გახსნა.

მისი თქმით, ქართულ საბანკო ბაზარზე შემოსვლით მსხვილი უცხოური ბანკები არიან დაინტერესებული. თუმცა ამ ეტაპზე, მათი დასახელებისგან პრემიერ-მინისტრმა თავი შეიკავა.


”დღევანდელი შეხვედრა ორიენტირებულია საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ ბანკებზე. ვიმედოვნებთ, ისინი დაინტერესდებიან საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მზარდი სექტორით – საბანკო სექტორით და განახორციელებენ ინვესტიციებს ამ სფეროში,” – განუცხადა 1 ივნისს ჟურნალისტებს ზურაბ ნოღაიდელმა.


ეკონომიკური განვითარების მინისტრის გიორგი არველაძის განცხადებით, წლის ბოლომდე საბანკო სექტორში დაახლოებით 700 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version