ყოფილი პარლამენტარი მოკლეს

პარლამენტის ყოფილი წევრი და ბიზნესმენი ზვიად ცეცხლაძე 28 მაისს თბილისის ცენტრში განთავსებულ მის ოფისში მოკლული იპოვეს.


ოჯახის ახლობელთა განცხადებით, ზვიად ცეცხლაძეს პირი და ხელ-ფეხი სკოჩით ჰქონდა აკრული, რამაც სავარაუდოდ, გამოიწვია მისი გაგუდვა.  სამართალდამცავებს ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.


61 წლის ზვიად ცეცხლაძე, რომელიც ასევე ცნობილი იყო საქველმოქმედო საქმიანობით, 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის პარტია აღორძინების სიით იყო. თუმცა ის აქტიური პოლიტიკური ფიგურა არ ყოფილა. 


მისი ბიზნესი მოიცავდა სასტუმროებს აჭარაში, ბაკურიანსა და თბილისში, მაგრამ ყველა მათგანი გაყიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version