კონტროლის პალატის თავმჯდომარედ ოპოზიცია საკუთარი კანდიდატის დანიშვნას ითხოვს

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციურმა ფრაქციამ ”დემოკრატიულმა ფრონტმა” მოითხოვა კონტროლის პალატის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ოპოზიციის წარმომადგენელი დაინიშნოს.


თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა შეარჩევს ისეთ კანდიდატურას, რომლის ობიექტურობაშიც ეჭვი არავის შეეპარება.


კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ სოსელია მარტში გარდაიცვალა.


გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე განიხილება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის თემურ მურღულიას და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან ჭოლაძის კანდიდატურები.


რეგლამენტის თანახმად, კანდიდატურის შერჩევა პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა. მისი წარდგინებით პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version