ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ხოსე ლელო დელეგაციასთან ერთად თბილისს სტუმრობს. დღეს იგი შეხვედრას გამართავს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.
ხოსე ლელო მონაწილეობას მიიღებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე როუზ- როსის სემინარში სახელწოდებით ”საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, რომელიც თბილისში 19-21 აპრილს გაიმართება. სემინარს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის.
როუზ-როსის პროგრამის მიზანია დახმარება გაუწიოს პარტნიორ ქვეყნებს, უპირველეს ყოვლისა ბალკანეთის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, რათა მათ დასძლიონ გარდამავალი ქვეყნებისთის დამახასიათებელი გამოწვევები და წარმატებით განახორციელონ რეფორმები.