ქართული მხარე გმობს სოფელ ქურთაზე თავდასხმას

ცხინვალის რეგიონის სოფელ ქურთაზე 11 აპრილს განხორციელებული თავდასხმა რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის მორიგ მცდელობას წარმოადგენს და მიმართულია სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ, ნათქვამია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.


ამავე ინფორმაციით, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი სოფელ მონასტრის მხრიდან 10 წუთის განმავლობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან წარმოებდა სროლა სოფელ ქურთას მიმართულებით, რასაც  საპასუხო ცეცხლი არ მოჰყოლია.


ქურთაში, სადაც მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ხელისუფლების შტაბბინა, დაზიანდა სკოლის შენობა და მიმდებარე სახლები.


”მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რეგიონის სრული დემილიტარიზაციისა და მისი უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისაგან გაწმენდის გადაუდებელი აუცილებლობა,”- ნათქვამია განცხადებაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version