სოხუმი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას ითხოვს

სოხუმი იმედოვნებს, რომ აპრილში აფხაზეთის საკითხისადმი მიძღვნილ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ აფხაზეთის ლიდერის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.


”ჩვენი რუსი პარტნიორებიც დაჟინებით მოითხოვენ აფხაზეთის მონაწილეობას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში,” – განაცხადა შამბამ.


მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმატებული შუამავლობა კონფლიქტის მოგვარებაში მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მოსმენილი იქნება კონფლიქტის ორივე მხარის პოზიციები.


”ჩვენი მონაწილეობა ხელსაყრელია ყველა მონაწილე მხარისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ეფექტური დიალოგის უზრუნველსაყოფად კონფლიქტის ორივე მხარის მოსმენაა საჭირო,” – განაცხადა შამბამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version