კოკოითი სტამბოლში შსკ-ს დაძაბულ შეხვედრას პროგნოზირებს

ცხინვალი აპირებს 21-23 მარტს სტამბოლში დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადოს, რომ აუცილებელია არსებული მოლაპარაკებათა და სამშვიდობო ფორმატების შენარჩუნება, სადაც დომინანტი რუსეთია.


ამის შესახებ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, 19 მარტს ”ინტერფაქსის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


”ჩვენ ველოდებით ძალიან დაძაბულ საუბარს სტამბოლში, სადაც საქართველო შეეცდება მოშალოს არსებული ფორმატები”, – განაცხადა კოკოითმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version