კიწმარიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტი ხდება

ეროსი კიწმარიშვილი, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გენერალური დირექტორის მთავარი კონსულტანტის თანამდებობაზე მიიწვია.


”მე ვფიქრობ, რომ მას აქვს საკმაოდ საინტერესო და ყველაზე წარმატებული გამოცდილება ქართულ მედია სივრცეში. აქედან გამომდინარე მე მას ვთხოვე, რომ გაეწია კონსულტაცია საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის იმ რეფორმებში, რომელიც ჩვენთან მიმდინარეობს”, – განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა ჟურნალისტებს.  


ეროსი კიწმარიშვილმა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ”ვარდების რევოლუციაში”, ტელეკომპანია ” რუსთავი 2” 2004 წლის ზაფხულში მას შემდეგ დატოვა, რაც კუთვნილი აქციები გაყიდა. მან ასევე უარი თქვა რევოლუციის შემდეგ დაკავებული სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტობაზეც, თუმცა ამ შემთხვევაშიც მიზეზი არ დაუსახელებია.


გავრცელებული ინფორმაციით, კიწმარიშვილი ბოლო წლები აშშ-ში ცხოვრობდა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version