გალში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ორი ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა ხუთი დაშავდა გალის რაიონში 18 მარტს მომხდარი აფეთქების შედეგად.


თუმცა, საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესის” ცნობით, ერთი აფხაზი მესაზღვრე დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაშავდა ”იარაღის გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო”.


ქართული წყაროების ცნობით, აფეთქება სოფელ ნაბაკევში იმ შენობაში მოხდა, სადაც აფხაზი ე.წ მესაზღვრეები არიან განლაგებული. აფეთქების მიზეზი აფხაზურ შეიარაღებულ დაჯგუფებასა და აფხაზ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება გახდა.


თუმცა, გალის რაიონში აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელმა რუსლან ქიშმარიამ ტელეკომპანია ”იმედს” განუცხადა, რომ ”ეს იყო ხელყუმბარის შემთხვევითი აფეთქება”, რასაც არაფერი აქვს საერთო აფხაზ ოფიცრებს შორის დაპირისპირებასთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version